ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე მორიგ ზეწოლაზე საუბრობს - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე მორიგ ზეწოლაზე საუბრობს

2021-09-28 09:18:09+04:00

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე მორიგ ზეწოლაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბრობს.

ცესკოს ინფორმაციით, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე კანონდარღვევით შეიჭრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელიც არა უფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ეს საუბნო საარჩევნო კომისიები უნდა მოემსახურონ ამომრჩევლებს 2 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს.