ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა

2021-09-15 11:05:20+04:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს ფეიჯ არმსტრონგს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და სეროპრევალენტობის კვლევებზე ისაუბრეს, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ფინანსდება. ცნობისთვის, სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.