თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2021-09-14 16:27:38+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით აღნიშნულ საქმეში მონაწილე გამომძიებლები დაიკითხებიან. ადვოკატის, კახა წერეთლის ინფორმაციით, საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ მოიპოვეს გამომძიებლებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან განსაკუთრებული ჩვენების მოლოდინი არ აქვს.