ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ გაიკეთებენ ვაქცინას. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური ყველაზე მეტი შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც. გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.