ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 71 პაციენტი მკურნალობს - Palitra News

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 71 პაციენტი მკურნალობს

2021-09-08 12:04:18+04:00

8 სექტემბრის მდგომარეობით, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 71 პაციენტი მკურნალობს.

ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით დღის ბოლომდე სტაციონარიდან 4 პაციენტის გაწერა იგეგმება.

ამ დროისთვის კლინიკაში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან მოთავსებული.