რომელ ადგილებში გეგმავს თბილისის მერია ტურისტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა - Palitra News

რომელ ადგილებში გეგმავს თბილისის მერია ტურისტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა

2021-09-07 09:11:58+04:00

თბილისის მერიამ ტურისტული - საფეხმავლო ბილიკების შესწავლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 ათასი ლარია.

შესყიდვის ობიექტი მოიცავს პოტენციური საფეხმავლო ბილიკების შესწავლას თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თითოეული ბილიკის შესაბამისად დეტალურ პროექტირებას და რესურსული ხარჯთაღრიცხვის შემუშავებას.

ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, შესასწავლი მარშრუტებია: წყნეთიდან - კუს ტბა - უძოს მარშრუტთან დაკავშირება და უძოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიისა და კოჯორის დაკავშირება.