ქალთა უფლებები „შარიათის“, ანუ „ისლამური კანონის“ ფარგლებში დაცული იქნება, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ მან კვლავ არ განმარტა, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში.
"ქალები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია”, - აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
„თალიბანის“ წარმომადგენლები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ახალი მმართველობის პირობებში ქალთა უფლებები დაცული იქნება, თუმცა სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ავღანეთში ქალთა წინააღმდეგ რეპრესიების გამწვავების შესახებ.
თვითმხილველებმა BBC-ის განუცხადეს, რომ „თალიბანის“ მებრძოლებმა კვირას პოლიციელი ქალი მოკლეს.