"ლელო საქართველოსთვის" "ლაგუნა ვერეს" აღდგენას ითხოვს - Palitra News

"ლელო საქართველოსთვის" "ლაგუნა ვერეს" აღდგენას ითხოვს

2021-09-01 12:55:39+04:00

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრები, სპორტსმენებთან ერთად "ლაგუნა ვერეს" აღდგენას მოითხოვენ. "ლელო საქართველოსთვის" წევრები ანა ბიბილაშვილი და გრიგოლ გეგელია აცხადებენ რომ 2013 წელს არარენტაბელურობის მიზეზით აღნიშნული სივრცე დაიხურა, პარტია "ქართულმა ოცნებამ" კი დღემდე ვერ მოახერხა გამაჯნსაღებელი ტერიტორიის აღდგენა. მათივე განმარტებით, ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა თუმცა ტყუილი დაპირებები მმართველი გუნდის მხრიდან კვლავაც გრძელდება სპორტსმენები კი ამ დრომდე მათივე თქმით დარჩნენ გამაჯანსაღებელი სივრცის გარეშე.