სახელმწიფო საწარმო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის - Palitra News

სახელმწიფო საწარმო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის

2021-08-27 13:57:50+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.