„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ მხარი ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას დაუჭირონ, რადგან მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ.