მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - Palitra News

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

2021-08-23 13:50:42+04:00

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგები დაწყებითი საფეხურის საგნებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში გამოქვეყნდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შედეგების სანახავად აპლიკანტები უნდა ეწვიონ ვებგვერდს. 2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა