კომპანია MGM Resorts 104 მილიონად შეფასებულ პიკასოს ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანს - Palitra News

კომპანია MGM Resorts 104 მილიონად შეფასებულ პიკასოს ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანს

2021-08-20 09:38:19+04:00

ამერიკული კომპანია MGM Resorts-ი, რომელივ ფლობს სასტუმროებისა და კაზინოების ქსელს, გასაყიდად გამოიტანს ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარს, რომელთა ჯამური ღირებულება 104 მილიონი დოლარია. ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.

სააგენტოს მონაცემებით, გაყიდვებს სააუქციონო სახლი Sotheby's უზრუნველყოფს. ღონისძიება 23 ოქტომბერს, ლას ვეგასში სასტუმრო-კაზინოში Bellagio, გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ ყველაზე ძვირიანი ლოტი იქნება ტილო სახელად “ქალი ნარინჯისფერი ბერეტით და ბეწვის საყელოთი”, რომელზეც აღბეჭდილია პიკასოს ნატური მარია-ტერეზა ვალტერი. მისი ფასი 20-30 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. აუქციონზე ასევე გაიტანენ ნახატებს “მამაკაცის ბიუსტი”, “ნატურმორტი ხილის კალათით” და სხვა ნამუშევრებს.