თბილისში ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
პროექტის ხელმძღვანელ გიორგი ჯელაძის ინფორმაცით მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 2022 წლის ევრობასკეტისთვის, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა.
სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.