მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 13 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ ამავე სტატისტიკით, სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება, პანდემიურ 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3 მილიონ 100 ათასი ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 3 თვეში სექტორის მოგება - 16 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.
სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 233 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა. მაშინ როცა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 211 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.
ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 41 მილიონი ლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა მილიარდ 12 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 289 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს.
2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.