შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით , ბრალდებულმა 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, დაზარალებულს ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.