ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მე-2 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომერციული ბანკების ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ საბანკო სექტორი მომგებიანობას უბრუნდება.
კერძოდ, ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, გასული წლისა თუ კვარტალისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ფაქტობრივად ყველა ბანკი მოგებაზეა გასული. ზარალზე მხოლოდ 1 ბანკი - „პაშა“ ბანკია.
ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის მე-2 კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 485 მილიონ 819 ათას 370 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 434 მილიონ 871 ათას 593 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. შესაბამისად, ამ მაჩვენებლებიდან ჩანს რომ მთლინად საბანკო სექტორის მოგების 86% მხოლოდ ამ ორ ბანკზე მოდის.