ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდის შემთხვევებზე საწოლების რაოდენობის გაზრდის მიზნით მართვის ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს, მისი თქმით, გეგმავენ კოვიდსასტუმროების იგივე რაოდენობა ჩართონ კოვიდის მართვის პროგრამაში, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. ამასთან, გაბუნიამ ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, თუ რაში მდგომარეობს სამინისტროს ალტერნატიული მართვის გეგმა. როგორც მან აღნიშნა, ალტერნატიული სივრცეების გამოყენებაზე ჯერჯერობით რესურსი არის, სექტორში საწოლების მობილიზების კუთხით საუბარია დაახლოებიტ 8000 საწოლზე.