საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა 650 მილიარდი დოლარის სპეციალური დახმარების SDR გამოყოფას, გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება მსოფლიოს სავალუტო ფონდისთვის SDR-ის გაცემაზე, რომელიც უნდა მოხმარდეს პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო კრიზისს.
გადაწყვეტილება სახსრების განაწილების შესახებ ძალაში 2021 წლის 23 აგვისტოს შევა.
ახლად შექმნილი SDR-ები სავალუტო ფონდის წევრებს შორის პროპორციულად და ფონდში კვოტების შესაბამისად გადანაწილდება. დაახლოებით, 275 მილიარდი გამოიყოფა ფორმირებადი ბაზრებისთვის და განვითარებადი ქვეყნებისთვის.