ამის გამო ყველა შეშფოთებულია, არცერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ - პრემიერი - Palitra News

ამის გამო ყველა შეშფოთებულია, არცერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ - პრემიერი

2021-08-02 11:32:47+04:00

არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი წამლების ფასის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს რამდენიმე დღეში წარმოადგენს, რის შემდეგაც „გამოსავლის გზები უნდა დაისახოს“.