ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Aston Martin-მა გაყიდვების 224%-იან ზრდაზე გვამცნო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სპორტულმა უგზოობის მოდელმა DBX 4x4. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ბრიტანული უგზოობის მოდელი DBX 4x4 კონვეიერიდან პირველად გასულ წელს გადმოვიდა. ამ მოდელის გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრენდის საერთო გაყიდვების 50%-ს შეადგენს.
როგორც Reuters-ი წერს, ამ დროისთვის, Aston Martin-ს მძიმე პერიოდი უდგას, ვინაიდან მან ვერ გაამართლა კლიენტების იმედები. ამან კი კომპანიას ახალი სპონსორების მოძიებისკენ უბიძგა.ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წელს 314 მილიონ 800 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.