აიათოლა ალი ხამენეი - თეირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ვაშინგტონის დაჟინებულ მოთხოვნებს არ მიიღებს - Palitra News

აიათოლა ალი ხამენეი - თეირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ვაშინგტონის დაჟინებულ მოთხოვნებს არ მიიღებს

2021-07-29 09:15:04+04:00

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ თეირანი არ მიიღებს ვაშინგტონის "დაჟინებულ" მოთხოვნებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

”ამერიკელები მოიქცნენ სრულიად ბოროტულად. მათ ერთხელ დაარღვიეს ბირთვული შეთანხმება მისი დატოვების გზით. ახლა ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ გარანტიების გაცემა, რომ ეს არ განმეორდება,”- აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ირანისგან „ჯიუტად მოითხოვს“ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, თავად კი სანქციების მოხსნის პირობას მხოლოდ ქაღალდზე იძლევა და პრაქტიკულად არ ახორციელებს.

შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი კვლავ დაუბრუნდება შეთანხმებას და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი სრულად დააკმაყოფილებს 2015 წლის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.