"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, მათ ფილიალში შესულ მამაკაცს იარაღი არ ჰქონია, არც ფული მოუთხოვია და არც თანამშრომლებს დამუქრებია - Palitra News

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, მათ ფილიალში შესულ მამაკაცს იარაღი არ ჰქონია, არც ფული მოუთხოვია და არც თანამშრომლებს დამუქრებია

2021-07-27 15:14:27+04:00

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ფილიალში გუშინ შესულ უცნობ მამაკაცს ფული არ მოუთხოვია და მისი მხრიდან თანამშრომლების მისამართით არც მუქარას ჰქონია ადგილი.

ბანკის ფილიალში ძარცვის მიზნით მამაკაცის შეჭრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ კომუნიკაციების უფროსი, შოთა მაჭავარიანი ესაუბრა.

მისი თქმით, უცნობი პიროვნება ბანკში ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სახურავის გავლით, გუშინ, დილის საათებში შევიდა, თუმცა იარაღი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლები ვერც კი მიხვდნენ, რომ აღნიშნული პირი ფილიალში უკანონოდ იყო შესული და მათი თანამშრომელი ეგონათ.

შეგახსენებთ, გუშინ ვითიბი ბანკის ფილიალში უცნობი მამაკაცი სავინტილაციო შახტით გაურკევეველი მიზეზიტ შევიდა და ამავე გზით დატოვა შენობა.