დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო - Palitra News

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

2021-07-27 09:54:12+04:00

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ასევე, წელს პირველად ჩატარდება მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა.

პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია, შედეგები კი აგვისტოს თვეში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.