საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე - Palitra News

საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე

2021-07-26 12:58:49+04:00

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება.

როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.ამასთან, კომისიის შეფასებით, არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში.