ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია იწყება. ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლების გარეშე ტარდება, 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. ოლიმპიადაზე სპორტსმენები 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, პარაოლიმპიადაზე კი - 22 სახეობაში.
ტოკიო დაახლოებით 11 000 სპორტსმენს მასპინძლობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ოლიმპიადა „უსაფრთხო და დაცული" იქნება. „ტოკიო 2020“ გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.