"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინის მეორე დოზით აცრის სასურველი თარიღი დაჯავშნონ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე დაწესებულებებში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. თუმცა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ შეცვალონ კლინიკა და აცრის გაკეთების თარიღი.
ცნობისთვს, "ფაიზერის" ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.