შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც ხობში შშმ პირი გააუპატიურა. მათივე ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.