ალტ-ინფოს ფეისბუქს გვერდი გაუქმდა. 11 ივლისს გაითიშა მათი საიტიც altinfo.org
ცნობისთვის, დღეს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა ზურაბ მახარაძისა და გურამ ფალავანდიშვილის სახლებში. მათივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა კიდევ რამდენიმე პირის სახლში. გამოიკითხვაზე გადაყვანილია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორისაა გურამ ფალავანდიშვილიც. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ "ალტ-ინფო"-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც. როგორც, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 5 ივლისსთან დაკავშორებით, იმის დასტურია ,რომ მათ საქართველოში "ლგბტ" თემის დიქტატურის დამყარება სურთ, რასაც ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება. "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის განცხადებით კი, „თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა იქნება“, ამ შემთხვევაში დაკავებას არ გამორიცხავს