"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს - Palitra News

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს

2021-07-16 18:22:38+04:00

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მახარაძე პოლიციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მის სახლში ჩხრეკა დასრულდა. გარდა მახარაძისა, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დატოვა. ამასთან, მისი განცხადებით გამოძიება მათ პირად მიმოწერებს სწავლობს.

როგორც "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძის მეუღლე აღნიშნავს 5 სამართალდამცავი ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად დილის 08:30 მივიდა, დაათვალიერეს სახლი, ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები.ჩხრეკის პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. მახარაძეს ადვოკატი ამეტაპიზთვის არ ჰყავს.