არსებული ინფორმაციით, გლდანში 35 წლის მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.