ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ - Palitra News

ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ

2021-07-15 12:01:38+04:00

"მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ - მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, იოსელიანის თქმით, მათთან კითხვები აქვს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს რადგან ორ მათგანს არასამთავრობო სექტორისგან აქვს დადებითი დახასიათება.

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს. პროცესი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იწყება.