ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შარლ მიშლეს აუხსნიან თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი და როგორ იმოქმედეს სამართალდამცავებმა როგორც უშუალოდ 5 ივლისს ასვე შემდეგ, როდესაც დააკავეს მოძალადეები და დაიწყო გამოძიება.