წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია იმარჯვებს - Palitra News

წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია იმარჯვებს

2021-07-12 09:24:00+04:00

წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს, - ინფორმაციას მედია საშუალებები მოლდოვის საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების 95 %-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 48 % აქვს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკი 30%-ით. მესამე ადგილს კი პარტია „შორი“ იკავებს, რომელმაც არჩევნებში ხმების 6.43% მოიპოვა.

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.