ინგა გრიგოლია - ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა! - Palitra News

ინგა გრიგოლია - ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა!

2021-07-11 19:47:06+04:00

გადადექით, სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ?! - რაზე უნდა ვილაპარაკოთ მას მერე, როცა ლექსოს დავკრძალავთ, რაზე? საარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკოს დაკომპლექსტებაზე თუ რაზე? გადადექით, დაისაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო.