აშშ-ს სტუდენტურ კამპუსებში Yandex-ის დელივერ-რობოტები გამოჩნდებიან - Palitra News

აშშ-ს სტუდენტურ კამპუსებში Yandex-ის დელივერ-რობოტები გამოჩნდებიან

2021-07-08 08:25:54+04:00

Reuters-ის ცნობით, რუსული Yandex-ი ამერიკის საუნივერსიტეტო კამპუსების სტუდენტებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების სერვისში უმართავ რობოტებს გამოიყენებს. ამის შესახებ რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ და საკვები პროდუქტების ონლაინ-შეკვეთების კომპანია GrubHub-მა მრავალწლიან პარტნიორობაზე შეთანხმება დადეს.

Yandex-მა ავტონომიური დელივერ-რობოტების დატესტვა 2019 წელს დაიწყო და მოსკოვის ცენტრში ზოგიერთ ადგილას და მიჩიგანის შტატის ქალაქ ანარბორეში აამუშავა კიდეც.

ორი კომპანიის პარტნიორობის ფინანსური პირობები ჯერ არ საჯაროვდება. დელივერ-რობოტები GrubHub-ის პლატფორმას მიებმებიან და ზოგიერთ საუნივერსიტეტო კამპუსში უკვე შემოდგომისთვის გამოჩნდებიან. GrubHub-ი შტატების 250-ზე მეტ კამპუსთან თანამშრომლობს.

დელივერ-რობოტების პროგრამულ საფუძველს იგივე ტექნოლოგია წარმოადგენს, რასაც Yandex თავის თვითმავალ ავტომობილებში იყენებს.