მედიის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ჟურნალისტების მოთხოვნა ქვეყანაში უსაფრთხო მედიაგარემოა.
მედიის წარმომადგენლები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს – ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებენ.