პალიტრა მედია ჰოლდინგის თანამშრომლები, რომლებიც გუშინდელ აქციაზე დაშავდნენ, კლინიკებში რჩებიან - Palitra News

პალიტრა მედია ჰოლდინგის თანამშრომლები, რომლებიც გუშინდელ აქციაზე დაშავდნენ, კლინიკებში რჩებიან

2021-07-06 11:09:14+04:00

პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და “პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომლებსაც გუშინ განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკაში რჩებიან.

თუმცა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას განცხადებით, მედიასაშუალებების დაშავებული თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაძლოა, ხვალ გაწერონ.

რაც შეეხება „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს გიორგი ნოკოლიშვილს ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმ - ნევროლოგის, მარიამ ხელაძის განცხადებით, გიორგის განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება. როგორც ხელაძემ ჟურნალიტებთან განაცხადა, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა.