კვლევა - "ფაიზერის" ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ 70-ით ეფექტურია - Palitra News

კვლევა - "ფაიზერის" ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ 70-ით ეფექტურია

2021-07-05 15:11:29+04:00

„ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტურია, - ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის (KAN) ინფორმაციით, ამის შესახებ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ასევე ნაკლებად ეფექტურია „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებში სერიოზული სიმპტომების განვითარების პრევენციის თვალსაზრისითაც.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელში გასული 2 კვირის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდის.