იაპონიაში, ქალაქ ატამიში 1 500-მდე მაშველი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 80-ზე მეტ ადამიანს ეძებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 3 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი.
”გვსურს, რაც შეიძლება მალე გადავარჩინოთ ნანგრევებში მოყოლილი რაც შეიძლება მეტი ადამიანი”, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ.
იაპონიაში, სიძუოკის პრეფექტურის ქალაქ ატამიში ძლიერმა წვიმამ ორი დღის წინ მეწყერი გამოიწვია. განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. თავდაპირველად დაკარგულად 20-მდე ადამიანი ითვლებოდა, ორშაბათს დილისთვის კი დაკარგულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.