საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა. ინფორმაციას სოციალური ქსელით ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს. ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.
დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.