Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში Sinovac-ით ვაქცინაცია დაემატება. Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.