ავსტრალიის კოვიდ-19-ზე რეაგირების კომიტეტი ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელებაა, რამაც სიდნეიში „ლოქდაუნის“, რამდენიმე სხვა ტერიტორიაზე კი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად „ლოქდაუნი“ ან შეზღუდვები 18 მილიონ ავსტრალიელს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ეხება.