განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე გაურკვევლობას აქვს ადგილი. შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი გუშინ დააკავეს. გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.