ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობაში მონაწილეობენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები. მეზღვაურის დღის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე.