ირანის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - Palitra News

ირანის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

2021-06-22 15:10:56+04:00

ირანის მთავრობის მტკიცებით, აშშ-ს ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, ირანის საშინაო საქმეებში ჩარევაა.

„ვთვლით, რომ ეს განცხადება ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევაა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, აშშ-ის მთავრობა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ჰქონდეს უფლებამოსილება, ირანში ან სხვა ქვეყანაში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას”, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიეიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტი გახდა, არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო.