ცნობილია თარიღი თუ როდიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი - Palitra News

ცნობილია თარიღი თუ როდიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი

2021-06-22 11:14:06+04:00

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.