პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს - Palitra News

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს

2021-06-21 16:00:31+04:00

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს. საგამოძიებო კომისია, ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.