ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება 10 000-მდე მაყურებელს ექნება.
BBC-ის ინფორმაციით თამაშებზე დასწრების საშუალება მხოლოდ იაპონელებს ექნებათ. ღონისძიებაზე ყოფნის დროს ისინი ვალდებულები იქნებიან პირბადეები ეკეთოთ და დისტანცია დაიცვან.
იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერები აკრიტიკებენ. მათი თქმით, უმჯობესი იქნებოდა სპორტული ღონისძიება გულშემატკივრების გარეშე ჩატარებულიყო, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდულიყო.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დამთავრდება.
თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.