საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
კონსულტაციის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები.
მხარები იმსჯელებენ, რა უნდა აისახოს და როგორ შეიძლება დაკორექტირდეს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი. დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.