წინასწარი შედეგების თანახმად, საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში პარტია Les Républicains ლიდერობს - Palitra News

წინასწარი შედეგების თანახმად, საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში პარტია Les Républicains ლიდერობს

2021-06-21 10:02:23+04:00

საფრანგეთში ჩატარებული რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგების თანახმად, Les Républicains-ი ლიდერობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პარტიამ ხმების 27.2% მოიპოვა, ჟან მარი ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“- 19.3%, მესამე და მეოთხე ადგილზე არიან სოციალისტები და მწვანეები, მეხუთეზე კი - პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია La République En Marche, 11.2%-ით.

ერთ-ერთმა დეპუტატმა, აურორე ბერგემ, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტიის წევრია, განაცხადა თქვა, რომ პარტიისთვის არჩევნების შედეგები „სილის გაწვნას“ ნიშნავს.

ამ არჩევნებს განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომლის ჩატარებამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, ამომრჩევლების განწყობის ტესტად მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების რეკორდულად დაბალი - 34%-ზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა.

არჩევნების მეორე ტური 27 ივნისს გაიმართება.